ივანიშვილის მიზანია, გაანადგუროს ყველა თავისუფლების კუნძული, რომელიც საქართველოში არსებობს, – ასე აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კანონები, რომლებიც ე.წ. მთავრობამ მიიღო, ადამიანის უფლებებს ფუნდამენტურად არღვევს.
რეჟიმის განგრძობითი საქმიანობა და ზოგადად, ის რეპრსიები, რაც არის ასახული ყელა იმ კანონში, პირველი, რომელიც ითვალისწინებს მედიის ჩახშობას, მეორე, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და ბოლოს, წარმოუდგენლად მძიმე, ალბათ მძიმე რეჟიმებისთვის კი არადამახასიათებელი, პარტიების განადგურება და პარტიეის აკრძალვა, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ კონრეტულ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის, რომ მან გაანადგუროს ყველანაირი ოპოზიციური და თავისუფალი აზრი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ე.წ. არალეგიტიმურ პარლამენტშია მიღებული, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: გაანადგუროს ყველა თავისუფლების კუნძული, რომელიც არსებობს საქართველოში, – ამბობს დეკანოიძე.
“ქართული ოცნების” მიერ მოკლე დროში მიღებული დრაკონული კანონები კრიტიკას ვერ უძლებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ფაქტრობივად, ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტია საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. საუბარია ამერიკული ფარას ეგრედწოდებული ანალოგი რუსული კანონის შესახებ, მედიის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი კანონებისა და სამოქალაქო საზოგადოების დასასჯელად მოფიქრებულ ცვლილებებზე. საერთაშორიოო პარტნიორები “ოცნებას” პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათი კანონები დემოკრატიას კლავს და პლურალიზმის დემონტაჟს ახდენს.