სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ფიქრობს, რომ ხვალ “ქართული ოცნების” წევრებმა 9 აპრილის მემორიალტან მისვლა ვერ უნდა გაბედონ, რადგან ივანიშვილს გუნდს ამის მორალური ფულება არ აქვს.
მარიზო კობახიძე მოქალაქეებს გვერდში დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანა “ჭორვილელი ვირთხისგან” არის გადასარჩენი.
იმას კი არ ვფიქრობ, რომ მოვა და ჩვენ რამეს გვეტყვის – არა. იმასაც კი ვერ გაბედავს, რომ 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები დააწყონ, იმიტომ, რომ მორალური უფლება ხელისუფლების არცერთ წევრს არ აქვს, რადგან მათ პატივი აღარ სცეს იმ 9 აპრილს დაღუპულებს და ჩვენ გვიპირებენ ისევ იმ რუსეთში შეყვანას, რომელმაც რუსმაც ჩვენ ახალგაზრდები მოგვიკლა. ამიტომ, შევკრათ ჯაჭვს და ალბათ არც მოვლენ და ვერც მოვლენ.
შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ საქართველო. ჯერ საქართველო და ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შილებისთვის. უამრავი ადამიანი გვერდშ გვიდგას, გვეხუტება და გვეუბნება, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იმ პატიმრებისთვის და ამიტომ ყველას გთხოვთ, სტუდენტებს, მამაოებს, ვინც ჩვენს გვერდში დგახართ და ვერ ბედავთ ჯერჯერობით გამოსვლას, შემოგვიერთდით და ჩვენ ერთად გადავარჩენთ ამ საქართველოს ჭორვილელი ვირთხისგან, – ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზო კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. დღეს 22:00 საათზე სინდისის პატიმრების მშობლები გეგმავენ, თანამოაზრეებთან ერთად ღამე პარლამენტთან გაათიონ, ხოლო ხვალ, 9 აპრილს, “ოცნების” ლიდერებს გმირთა მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცენს.
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებს მემორიალთან მიახლოების მორალური უფლება არ აქვთ.