“ოცნებამ“ იცის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, არსად წამსვლელები არ ვართ- სანდრო ცხადაძე

სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე ამბობს, რომ “ოცნებასთან“ სათქმელი აღარაფერია, რადგან მათ კარგად იციან, რომ არავინ არსად წავა და ბოლომდე იბრძოლებენ.“

ცხადაძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნების“ წარმომადგენლებთან “ჭიდაობამ“ მოუწიოთ, ამიტომაც, ამბობს, რომ მხნედ უნდა იყვნენ და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს პარლამენტთან.

”ჩემი ძმა მხნედ არის და კარგად. ამათთან სათქმელი რაღაა, არაფერია დარჩენილი. იციან, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, არსად წამსვლელები არ ვართ. რაც შეეხება, მოვლენ თუ არა “ოცნების“ წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვიქნებით, მე მგონია, რომ ბევრი ხალხი მოვა, რადგან დასვენების დღეა. მეც ვფიქრობ მაგაზე, რომ შეიძლება ჭიდაობა დაგვჭირდეს და მხნედ უნდა ვიყოთ. ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა სანდრო ცხადაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share