ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას – ამის შესახებ სამინისტრო ოფიციალური გვერდი პოსტს აქვეყნებს და 9 აპრილის ტრაგედიას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.