9 აპრილთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის პრემიერის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ნიკო მანაგაძე საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივის გაგრძელებად აფასებს.
ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მსგავსი რიტორიკით ქართველი ხალხისთვის “ისტორიული მეხსიერების წაშლას” ცდილობს.
”დღეს, მთელი დღის განმავლობაში მესმოდა, რომ რუსეთი ვერ ახსენებს და თითქოს, ჩაანაცვლეს “უცხოური ძალის” ტერმინით. სინამდვილეში, არ მაქვს განცდა, რომ უცხოურ ძალაში ეს ადამიანები გულისხმობდნენ რუსეთს. მე მგონია, რომ ეს ადამიანები აგრძელებენ ყველაზე უფრო ტვინგაცხელებული პრორუსების, 1989 წლის საბჭოთა დროინდელი პროპაგანდისტების ნარატივს, რომ თითქოს, დასავლეთის პროვოცირებული, შეერთებული შტატების პროვოცირებული იყო 9 აპრილის ღამე, რომ მაშინდელი ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ გარკვეულ კოლაბორაციაში დასავლეთთან და იყენებდნენ ახალგაზრდებს, და იქ შეკრებილი ახალგაზრდების ზვარაკად შეწირვის ხარჯზე უნდოდათ გარკვეული ბენეფიტების მოტანა დასავლეთისთვის”. – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.