9 აპრილს მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა ერს ტირანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა – ნანა მახარაძე

9 აპრილს მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა ერს ტირანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ, ნანა მახარაძემ ” განაცხადა.

მისივე შეფასებით, საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის მეორე დღე, როდესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ტანკები კვლავ იდგნენ, ხოლო სახურავებზე სნაიპერები იყვნენ განლაგებულები, შეუდრეკელობის გამოხატულება იყო, რადგან ნანა მახარაძის განმარტებით, სწორედ ამ დროს რუსთაველზე იგრძნობოდა, რომ ბრძოლა კვლავ გაგრძელდებოდა.

”ფოტო, რომელიც იური მეჩითოვის გადაღებულია, საკმაოდ საპასუხისმგებლოა. ფოტო გადაღებულია დარბევის მეორე დღეს. ეს მეორე დღე, ანუ დილა, 9 აპრილი, ჩემთვის პირადად იყო შეუდრეკელობის გამოხატულება, იმის დანახება, რომ ჯერ კიდევ როცა რუსთაველზე ტანკები იდგნენ, სახურავებზე სნაიპერები იდგნენ, ჩვენ არ შეგვეშინდა, არ შევდრკით და მაინც გავაგრძელებდით ბრძოლას. ეს მაშინ დაინახა ყველამ, მთელმა მსოფლიომ, თუ როგორ შეეძლო ასეთ პატარა ერს ამხელა ტირანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა.

36 წელი გავიდა. წუხანდელი ღამე ზუსტად ასეთივე ემოციური იყო ჩემთვის. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ დღესაც ძალიან მიჭირს რუსთაველზე გავლა, სადაც 9 აპრილის მემორიალია. ვტიროდი, რადგან სულ ვფიქრობ ჩემთვის, ნუთუ ამ ერთმა ბეწო საქართველომ რა დააშავა ასეთი, რომ ვერ გამოვდივართ დახურული სივრციდან. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ჩვენმა თაობამ ვიცოდით ნამდვილად რა იყო სამშობლოს სიყვარული, მაგრამ დღევანდელ თაობას უნდა, რომ ამ ულამაზესი სამშობლოდან შექმნას ნამდვილი სახელმწიფო”. – განაცხადა ნანა მახარაძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share