სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და „ოცნებას“ პასუხობს და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს რუსული კომინისტური პერიოდის გაზეთების განცხადებებთან აიგივებს.
როგორც ქეთი ქერაშვილი ამბობს, “მათი განცხადებები სირცხვილია იმ ადამიანებთან, რომლებიც გმირულად შეეწირნენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.“
“აზრზეც კი არ არიან სად არიან, რუსეთში არიან და რუსული ორბიტის გავლენის ქვეშ არიან“,– ამბობს ქერაშვილი.
”წაბრძანდით რუსეთში, იცხოვრეთ მოსკოვში და გვაცადეთ ჩვენი ქვეყნის შენება. ჩვენ დემოკრატია და თავისუფლება გვინდა და გვინდა იმ ადამიანებს მივაგოთ პატივი, რომლებმაც თავი შეაკლეს. როგორ შეიძლება ამისი დავიწყება და ისტორიის გადაწერა, ამატ უკვე არარავინ უსმენს, ეს არის გარკვეულ მასაზე, ტროლ-ბოტებზე გათვლილი პროპაგანდა, რომელიც აღარც კი მუშაობს” – განაცხადა მან.
ქეთი ქერაშვილმა იმ მოძრაობაზეც ისაუბრა, რომელიც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ დააფუძნეს და აღნიშნა, რომ იმ დაპირებებს, რომლებსაც გასცემენ, აუცილებლად შეასრულებენ.
”გუშინდელი აქციით, რომელიც 24 საათის განმავლობაში მიდიოდა, ჩვენ შევძელით პირობა შეგვესრულებინა, ჩვენ დაპირებებს ყოველთვის შევასრულებთ, ჩვენ ვართ მოძრაობა და ყოველთვის გამოვიტანთ იმ სოციალურ პრობლემებს, რაც ქართველ ხალხს აწუხებს. ე.წ პარლამენტის წევრებმა და თავმჯდომარეებმა უნდა იზრუნოთ ხალხზე და იმ დაკვეთაზე, რაც ხალხს უნდა, მაგრამ თქვენ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები არ ხართ, თქვენ ხართ თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც ძალიან მალე, აუცილებლად დასრულდება”- განაცხადა ქერაშვილმა.