ესენი არიან ჯაყოს ხიზნები და როგორც დაუგეგმა “ფეესბემ“, ისე ავითარებენ მოვლენებს-კახა გოგიძე

ესენი არიან ჯაყოს ხიზნები, ჯაყო მოვიდა და შემოხიზნა და მტერი რას გააკეთებს, გარდა იმისა, რომ დაიპყროს ტერიტორიებიდან დაწყებული დამთავრებული სულებით, ფსიქიკით და ა.შ.,- ამის შესახებ მსახიობმა კახა გოგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნებას“ როგორც დაუგეგმა “ფეესბემ“, ისე ავითარებენ მოვლენებს.

”მათი რიტორიკა და ხელისუფლება რაზე ზის, აბა რუსეთს ვეომოთ, ჩვენი ხომ ჯარი არ გვყავს, ჩვენ ხომ ომი არ შეგვიძლია, ჩვენ ტაშ-ფანდური შეგვიძლია მარტო. მოუსმინეთ, იგივე პოზნერს, რომელიც ამბობს, მათ უნდა იცეკვონ, გაგვართონ, ხაჭაპური უნდა გამოგვიცხონ. ეს ჯაყოს ხიზნებიც მათი იდეოლოგიის გამგრძელებლები არიან. მე არ მიკვირს არაფერი, რასაც ისინი ლაპარაკობენ. მე მათი მიკვირს, ტელევიზორებთან რომ სხედან, გვიყურებენ და ჩვენ გვლანძღავენ. მათ შვილებს რომ წაიყვანენ ომში რუსები, მათ მხარეს საომარად და ხორცად გაიმეტებენ, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ მათი სიჩუმის და მათი ბრალი იქნება ეს.

გულისამრევ მარაზმთან, ჯაყოს ხიზნებთან გვაქვს საქმე. ჯიუტად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე, არცერთი სიტყვა არ უნდა შევარჩინოთ და როდესაც ესენი დასრულდებიან, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ”- განაცხადა გოგიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share