ეს არის თეატრის დახურვა – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა, – ასე აფასებს “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი დავით დოიაშვილის მოხსნას. რეჟისორი კოლეგას სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი დაიხურა.

”ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თეატრიც გაუღებს კარს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ქართული თეატრი რომ დაიხურა, ეს ფაქტია, – წერს სოციალურ ქსელში ავთანდილ ვარსიმაშვილი. 

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share