დოი ხმის ამოღების, უსამართლობასთან არ შეგუების გამო ისჯება – ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმმა დავით დოიაშვილი ოთხ კედელში გამომწყვდეული ანდრო ჭიჭინაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯა და  დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ამიტომ მოხსნა.

მსახიობი აანონსებს, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, თავისუფალი ხელოვანები უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ.

”დოი ისჯება ხმის ამოღების გამო, არ გაჩუმების გამო და უსამართლობასთან არ შეგუების გამო. დოი ისჯება სოლიდარობისთვის, რომელიც გამოუცხადა თავის უკანონოდ დაპატიმრებულ მსახიობს. დღეს რეალურად ამ სფეროს ყველა წარმომადგენელს ამასთან გვიწევს ბრძოლა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებთ გაჩუმებას და არ ვაპირებთ შეგუებას ამ უსამართლობასთან”, – ამბობს ირაკლი კვინიკაძე.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share