„აქტივისტების დაკავება აღდგომის დღეებში ცხადყოფს, რამდენად რუსულია “ოცნების” რეჟიმი“ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

“ოცნების” რუსული რეჟიმი რუსეთის მსგავსად იქცევა, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს აღდგომის  დღეებში აკავებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

 

სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ბრალდებები, რომელსაც პროტესტის მონაწილეებს უყენებენ, აბსურდულია. მისი თქმით, ადამიანებს აკავებენ და ასამრთლებენ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არსებულ რეჟიმს მშვიდობიანად, ტროტუარზე დგომით აპროტესტებენ.

 

პრეზიდენტმა აბსურდული უწოდა იმ ფაქტსაც, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილები არ გააჩნიათ, სწორედ მანქანის არასწორი პარკინგის ბრალდებით აჯარიმებენ.

 

სწორედ იმ დღეებში, რომლებიც არის საზეიმო და ქრისტიანული, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულები, სწორედ იმ დღეებში, პირიქით, აძლიერებს თავის შეტევას და იერიშს. და ჩვენი, აქაური რუსული რეჟიმი ასევე იქცევა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ, გაახშირა დაკავებები ამ პერიოდში, აღდგომა დღეს, ორშაბათს და ყველაზე უსუსურ პირობებში, ანუ ადამიანები, რომლებიც არავინ არაფერს არ არღვევს, იმიტომ, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი პირველი დღიდან. მაგრამ აქ უკვე გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, როცა ადამიანებს აკავებენ თუნდაც საფეხმავლო ბილიკზე, ტროტუარზე, აჯარიმბებენ ადამიანებს მანქანის არასწორი დაყენებისთვისმ როცა მანქანა არ გააჩნიათ და ა.შ, ანუ აბსურდულ მდგომარეობაში გადავედით და სწორედ ამისთვის გამოყენებული არის ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის, ყველა ქრისტიანისთვის, უნდა იყოს ცოტა სხვა დატვირთვით, მაგრამ ამას ვერ მოვთხოვთ რუსულ რეჟიმს და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ ესეც არის ძალიან ძლიერი ნიშანი იმისა, თუ  რამდენად რუსული არის ეს რეჟიმი, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights