დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – არიან დაშავებულები

ხმაურია ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში – სასამართლოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა მუსაჯა.

კადრებში, რომელიც “პირველების” პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ჩანს, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ახალგაზრდებს, მათ შორის ქალებს ძალის გამოყენებით ატოვებინებს დარბაზს.

შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანას ელოდებიან.

ეს არ იყო სასამართლო, ეს იყო ცირკი. მოყვანილი ჰყავდათ სიოეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ დაკავებაში”, – ამბობს პატიმრის ახლობელი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share