რამზან კადიროვის 17 წლის შვილი მეექვსე თანამდებობაზე დაინიშნა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის შვილი, ადამ კადიროვი მეექვსე თანამდებობაზე დაინიშნა.

ადამ კადიროვი ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დაინიშნა. სულ რაღაც 3 კვირის წინ ის ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს კურატორი გახდა.

ის ასევე პუტინის სახელობის “სპეცრაზმის უნივერსიტეტის” კურატორია, ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტროს ორ ბატალიონს, მამის, რამზან კადიროვის დაცვის სამსახურს და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share