იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე საუბრობს.
მეგი კაციტაძე ამბობს, რომ მიღებული ცვლილებებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნის წესი გამარტივდა. კერძოდ, მისივე განმარტებით, საჯარო უწყებებში დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელები კონკურსის წესით აღარ ირჩევიან.
მეგი კაციტაძე აცხადებს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილებასაც მათ სთხოვენ, პარტიის მორჩილებაა.
საქმე იმაშია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით, არა მხოლოდ გაადვილეს პროფესიული, კვალიფიციური, კონკურსის წესით, უვადოდ დანიშნული საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, არამედ ასევე გაამარტივეს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნის წესიც. დღეს მთელ რიგ საჯარო უწყებებში დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამმართველოს ხელმძღვანელები, სამსახურის ხელმძღვანელები, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ინიშნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ეს თავისთავად გულისხმობს მათ დანიშვნას კონკურსის გარეშე. მათი შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი არის მხოლოდ პარტიის მორჩილება”. – განაცხადა მეგი კაციტაძემ.