დიქტატურა გაფორმდა ქვეყანაში და ვისაც კიდევ ჰგონია, რომ არ გაფორმებულა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სრულ ბოდვაშია და თავს იტყუებს,- ამის შესახებ პროდიუსერმა, მათე კირვალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ეს არის მარტივი დიქტატურა, რომელიც ყველას კართან დაიჩოქებს“.
“ვისაც ჰგონია, რომ მასთან არ მივა, მასთანაც მივა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვგუდავს, ან დაგვიჭერს, ან ქვეყნიდან გაგვაქცევს“, -განაცხადა კირვალიძემ.
”ისინი თავისას ცდილობენ და იძახიან: მე ვაყალიბებ დიქტატურას, თუ გამივიდა, გამივიდა, ჯერჯერობით, გასდით. დღეს ვინც ორსული მარიამის მდგომარეობა ფეხებზე დაიკიდა, 7 წლის ბავშვმა რომ საბანი გადაიფარა, ეს მისთვის არაფერია. დაირაზმეთ ხალხო, პრობლემა არ არის და ხვალ წადით რომელიმე მამაოსთან, ილოცეთ და მერე ოჯახის სიწმინდე დაიცავით. თქვენ ხართ დაზომბებული გრუზინები, რომლებიც მთელი დღე ერთ რამეს აკეთებთ და უნდა ემსახუროთ ერთ კაცს, რომელიც ძალიან კარგად არის, მისი მონებიც კარგად არიან და თქვენ იყავით ესე მშიერ-მწყურვალები, შემდეგ კი, ეკონომიკური კრიზისი რომ დაგიდგებათ, დააბრალეთ მარიამ გეგუჩაძეს, ან ბაჯელიძეს“,- განაცხადა კირვალიძემ.