თურქეთში, კურორტ ბოდრუმში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო

თურქეთში, კურორტ ბოდრუმში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით 02:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ბოდრუმი იყო – 7 კილომეტრის სიღრმეზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share