ხვალ, 15:00 საათზე, ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ერთობის მარში გაიმართება. უწყვეტი ქუჩის აქციის მონაწილეები, შეკრებას ივანიშვილის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით გეგმავენ.
საგანგებოდ არის შერჩეული ლოკაცია და მსვლელობის საბოლოო გაჩერებაც. ევროპული მომავლის მცველები მიიჩნევენ, რომ სწორედ გომელაურის უწყებაა მთავარი პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში გაცოცხლებულ საბჭოთა რეპრესიებზე.
ამიტომ აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხვალლ კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ხალხმრავლობა და ხმაურია საჭირო.