იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეები უნდა შეიკრიბონ, საპროტესტო აქცია იმართება

თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე, საპროტესტო აქცია იმართება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დღეს ასეულობით მოსამართლე უნდა შეიკრიბოს პოლიტპატიმრების მშობლები არიან შეკრებილი და სასამართლო სექტორის რეჟიმთან თანამშრომლობას აპროტესტებენ.

“მონა!” – ამ შეძახილების ფონზე უწევთ მოსამართლეებს, აქციის მონაწილეებს შორის გავლა. რამდენიმე მათგანი ადგილზე ავტომობილით უკვე მივიდა.

აქციის მონაწილეებს რეჟიმთან მოთანამშრომლე, დასანქცირებული მოსამართლეების ბანერები აქვთ თან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share