“ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას” ჰყავდეს”

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას” ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის დაჭერილი და უნდა გამოუშვან. გახარია ძალიან ჭკვიანი კაცი ყოფილა, შეიძლება იქ მართლაც ცუდი ამბავი მომხდარიყო და საქართველოს მთელს მსოფლიოში თავი მოეჭრებოდა. ღმერთს ვევედრები, რომ როგორმე ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ორივე მხარე იდილიაში შევიდნენ ერთმანეთთან და საქართველსთვის კარგი საქმე გააკეთონ. ბოლოს და ბოლოს ორივე მხარეს ქართველები არ არიან? რაც შეეხება პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას, დადებითად ვაფასებ, ირაკლი ეროვნული კაცია. რომ ამბობენ, ბიძინა არსად არ წასულა, ისევ თავის ხალხს ნიშნავსო. მე არ ვიცი, ბიძინა წავიდა თუ არ წავიდა, მაგრამ ერთი ვიცი, მე რომ სადმე წავიდე, ჩემს შვილს დავტოვებ, აბა ბაბუაჩემ ნიკიფორეს ხომ არა, მორჩა და გათავდა,” – განაცხადა „რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share