ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან სინდისის პატიმრის მშობლებთან ერთად იმყოფება, სადაც ამ წუთებში მოსამართლეების დიდი თავყრილობის პარალელურად აქცია იმართება.
მოსამართლეებს ყველგან უნდა ესმოდეთ სინდისის პატიმრებს დედების ხმა – ამბობს “პირველებთან” ჟურნალისტი.
ყველა მოსამართლე ერთია დღეს, არ არსებობს ამ სისტემაში ვინც დარჩა ყველა კლანია, ყველა მურუსიძეა. როგორი დასამარცხებელი და დასამხობიც არის რუსული ხელისუფლება და მათი ძირითადი ღერძი, ცალკე პრობლემა არის მურუსიძე. მე არ მჯერა, რომ რომელიმე მოსამართლე მორალშერჩენილია ამ სისტემაში. შესაბამისად, ამ ადამიანებს ყველგან უნდა ესმოდეთ სინდისის პატიმრებს დედების ხმა და ეს აქცია ამას ემსახურება”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
აღმაშენებლის ხეივანში ახლა გომელაურის პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა – იუსტიციის სკოლაში მისულ მოსამართლეებს სინდისის პატიმრების მშობლები პროტესტით დახვდნენ და შენობაში “მონას” შეძახილებით შეაცილეს.
შენობაში იმყოფებიან მოსამართლეები ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი მერაბ გაბინაშვილი.