“არ შეიძლება ვწერდე ისე, როგორც ვწერ და რაც დავწერე, იმას ჩემი ცხოვრებით არ ვახორციელებდე. მაშინ გამოდის, რომ სადღაც ვიტყუები”, – ამბობს მწერალი ნინო ხარატიშვილი ხელოვანების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში.
მისი თქმით, ნებისმიერი ხელოვანი, პირველ რიგში, არის მოქალაქე. ამიტომ არ ესმის მათი, ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურები არიან.
“არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან. თუმცა ეს ძალიან სასაცილოა. არ ვიცი, რას ნიშნავს აპოლიტიკური. პოლიტიკა ავტომატურად არ არის ის, რაც, ვთქვათ, საინფორმაციოში გვესმის, არ არის მიტინგი და დემონსტრაცია. პოლიტიკაა, ფაქტობრივად, ყველაფერი. თუ არსებობს საზოგადოება, იქ არსებობს პოლიტიკაც”, – ამბობს ხარატიშვილი.
ნეტგაზეთი