ოზურგეთის :”უნივერმაღის” დირექტორს თავში ნაჯახი ჩაარტყეს

სააქციო საზოგადოება “იმედის” ოზურგეთის ყოფილი უნივერნაღის, დირექტორს, ოლეგ გობრონიძეს, ამავე სააქციო საზოგადოების თანამოწილე ნაჯახით თავს დაესხა.

ინცინდენტი დღეს დილით, უნივერმაღის ტერიტორიაზე მოხდა.

თავდამსხმელმა, რომელიც ადგილიდან მიიმალა, დირექტორს ნაჯახი თავის არეში ჩაარტყა,

გობრონიძე ოზურგეთის მედალფას კლინიკაში გადაიყცანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამ წუთისათვის კლინიკიდან გაწერილია.

მედიკოსების ინფორმაციით. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი გობრონიძეს დიდი ხანია ემუქრებოდა და დღევანდელი ინცინდენტი პირველი შემთხვევა არ არის, მიუხედავად დაზარალებულის რამდენიმე მიმართვისა, პოლიციამ დღემდე არანაირ ზომებს არ მიმართა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share