1872 წლის ქობულეთი ბრიტანელი კონსულის აღწერით
.
ჩურუკ-სუ. ეს დასახლება იგივე სახელს ატარებს რასაც ის მხარე, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც არის. დასახლება მდებარეობს ზღვის სანაპიროზე 6 მილის დაშორებით რუსეთის საზღვრიდან, სადაც ზღვის სანაპიროზე მდებარეობს პატარა დასახლება შევკეთილი (წმინდა ნიკოლოზის ან ნიკოლაევის ფორტი).
.
დასახლება ჩურუკ-სუ შედგება ბაღებსა დაა მინდვრებში მიმოფანტული რამდენიმე სოფლის სახლისაგან, ასევე ხის დუქნების მწკვრივისაგან, სადაც მიმდებარე სოფლებში მცხოვრები გლეხები კვირაში ერთხელ სავაჭროს ჩამოდიან. ასეთი შესახედაობა აქვს გურჯისტანის ყველა დასახლებას ბათუმისა და ართვინის გარდა, რომლებზეც შემდეგ ვისაუბრებ.
.
ჩურუკ-სუში 145 დახლ-დუქანია, სახლი კი 75. ამის გარდა ჩურუკ-სუში არის მეჩეთი, ძველი ყაზარმა 400 ჯარისკაცზე (ანუ პოლკის ნახევარი), რომლებიც აქ დაბინავებულნი არიან მათივე ჯანმრთლების საზიანოდ, შემდეგ არის მურიდის ანუ მმართველის არაოფიციალური რეზიდენცია, რომელსაც ჩვეულებისამებრ ირჩევენ ადგილობრივი ბეგისაგან. თითოეული დახლის მარაგი შედგება საბაყლო და მანჩესტერული საქონლისაგან, რომლის ღირებულება დახლოებით ორ ფუნტი სტერლინგია.
.
ზღვის სანაპირო აქ დაბლობის და ქვიშიანია, დასახლებაში ჩამოედინება წყნარი მდინარე აჭყვა – ჯანმრთელობისათვის საზიანო ანაორთქლით. რეიდი სრულიად ღიაა და მართალია ღრმა არ არის, მაგრამ მოსახერხებელია ღუზაზე დგომისათვის.
.
ჩუქურუ-სუში არის თურქული სადარაჯო-სასაზღვრო პოსტი, რომელიც დგას შევკეთილის პირდაპირ წყნარი მდინარის ჩლოქის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც გამოყოფს რუსეთის იმპერიას ოსმალეთისაგან. თურქულ მხარეს დგას ათი ჯარისკაცისაგან შემდგარი საგუშაგო, რომლებიც აქ არსებული ჭაობის ციებცხელების გამო იცვლებიან ყოველთვიურად.
.
ჩრდილოეთით ანუ რუსეთის მხარეს, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის უფრო ნაკლებად საშიშ ქვიშიან ბორცვებს დგას საგარნიზონო ბატალიონი 1000 ჯარისკაცის შემადგენლობით. მეზობელ პუნტებში საზღვრის დაცვა ევალება ადგილობრივ მილიციას.“
.
„ჩურუქ-სუს მხარეში არის 17 დასახლება/სოფელი. სახლი უფრო სწორედ ოჯახი კი 1 445; მოსახლეობა ორთავე სქესისა – 7 378 (ბავშვების ჩათვლით). ისინი ეროვნებით ქართველები არიან, რწმენით კი მუსულმანები. მათი ისლამზე მოქცევა დაიწყო გასული საუკუნის დასაწისიდან. ყველანი გამონაკლისის გარეშე საუბრობენ მხოლოდ ქართულად. ყველა მამაკაცი შეიარაღებულია კაჟიანი თოფით და ხანჯლით, ზოგ შემთხვევაში კი დმატებით აქვთ ერთი ან ორი კაჟიანი პისტოლეტი. მხარის ნახევრადბარბაროსული მდგომარეობა წარმოადგენს დიდი კონტრასტს მოსაზღვრე გურიასთან შედარებით, რომელიც ექვემდებარება რუსულ გავლენას.
.
ცუდი ხარისხის ბრინჯი და საუკეთესო ხარისხის სიმინდი წარმოადგენს ამ მხარის მთავარ შემოსავალს. მეფუტკეობით არის დაკავებული მთის მოსახლეობა და უკხვად არის ბრწყინვალე ხარისიხის თაფლი; მებაღეობის პროდუქტები არის მცირე და ხარისხიანობით არ გამოირჩევა; მოყავთ მცირე რაოდენიბით ხაპი, პომიდორი და ა.შ.
.
ვერხვი, თხემლა, ნიგოზი და წიფელი არის ტყის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი. აქედან საზღვარგარეთ გადის მხოლოდ ნიგვზის მერქანი (უმთავრესად საფრანგეთში). სიმინდი და ბრინჯი გააქვთ დიდი რაოდენობით, მაგრამ უმთავრესად ტრაპიზონამდე.
.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარე პირდაპირი გადასახადების სახით იხდის:
.
აშარი (Ашаръ) – 71 106 პიასტრი
ვერგი (Верги) – 11 659 პიასტრი
საიმე (Сайме) – 2 283 პიასტრი
სხვა გადასახადები – 2 011 პაისტრი
.
ამ გადახდებს უნდა დავამატოთ საგანგებო მიწის გადასახადი, რომელსაც მთავრობა აწესებს თორმეტ წელზე მეტი ხნის წინ გაცემული ყველა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის სავალდებულო განახლებისთვის.
.
– Отчетъ консула В. Джиффорда Пальгрева, за лѣто1872 года, о берегѣ Лазистана и прилегающихъ къ нему внутреннихъ округахъ между Шевкетилемъ или укрѣпленіемъ св. Николая, на русско-турецкой границѣ, на берегу Чернагоморя, и Трапезондомъ; (Mатеріали для описнія азіятской Турціи и Батумской области – 1882);
– ილუსტრაცია „ქობულეთი“ (Tchourouk-Sou Kobouléti) 1854 წლის ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან (L’ illustration: journal universel). ილუსტრაციები თან ერთვის 1854 წელს ოზურგეთთან (ჩოლოქი) მომხდარი ბრძოლის შესახებ სტატიას (Bataille d’Usurghet. -Armée d’Asie)





მოამზადა კახა ჩავლეშვილმა