ქართველი ხალხის ხარჯზე “ოცნების” ასეულობით ჩინოვნიკი მდიდრდება, ეს ფული მიდის კონკრეტული ადამიანის ჯიბეში ტენდერების გავლით”, – განცხადება ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს “ოცნების” წევრები პროპაგანდით ცდილობენ მათ მოტყუებას.
ხალხი იხდის ბიუჯეტში გადასახადებს. ეს გადასახადები უნდა მოხმარდეს მათ პენსიებს, ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს ფული მიდის კონკრეტული ადამიანის ჯიბეში ტენდერების გავლით და ეს ადამიანები არიან 200 თანამდებობის პირი.
რეალურად ყველა ღარიბდება, ადამიანებს არ ყოფნის შემოსავალი, რომ კვების პროდუქტები იყიდონ და წამლები იყიდონ ეს ფაქტია. მთელი ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდება რამდენი ადამიანი. ისინი ჩართულები არიან დეზინფორმაციაში და იმაში, რომ მათი ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი არის კარგი, ამ დროს თვისი შვილებისთვის უნდათ ევროპა და კარგი ცხოვრება”, – ამბობს ეკა გიგაური.