“ერთი ხელისუფლება დავამთავრე შევარდნაძის სახით, სააკაშვილის ხელისუფლებაც მე დავანგრიე” – ამის შესახებ განცხადებას შალვა ნათელაშვილი აკეთებს.
პირველი ლეიბორისტი ფიქრობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების დასრულება შეუძლია, “ლეიბორისტული” პარტიაა.
”საქართველოს გადარჩენა შეუძლია მხოლოდ “ლეიბორისტულ” პარტიას, როგორც ბრიტანეთში “ლეიბორისტულ” პარტიას შეუძლია, რომ სოციალური რეგულირება მოახდინოს ისე, რომ არ დაუშვას ოლიგარქიული ფენის მიერ ეროვნული სიმდიდრის მითვისება. სანამ დღევანდელ პოლიტიკაში “ლეიბორისტული” პარტია არ მოვა, სისტემა არ შეიცვლება, ივანიშვილისგან მიტაცებული ბიზნესი გადაფორმდება ამათზე, ვისაც მოსვლა უნდა. რამდენიმე თვე იქნებით კმაყოფილები და მერე ისევ იგივე პრობლემები დაიწყება. მე მომთხოვთ იმ ხელისუფლების დამთავრებას. ერთი ხელისუფლება დავამთავრე შევარდნაძის სახით, სააკაშვილის ხელისუფლებაც მე დავანგრიე. როცა სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს აფინანსებდნენ და ერთად იყვნენ, მე ვებრძოდი მაგათ ქუჩაშიც და საერთაშორისო არენაზეც”, – ამბობს ნათელაშვილი.