რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებას მორიგი ინტერვიუთი ეხმიანება. რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარში პავლიაშვილი არ მალავს, რომ გაოგნებულია საქართველოს ნაკრების წარმატებით ევროპის ჩემპიონატზე და ამ ფაქტით ამაყობს:
„საქართველოს მოსახლეობა ნაკრების ფეხბურთელებს ცრემლებითა და უდიდესი სიხარულით დახვდა. ესაა დიდი პატივისცემა და სიყვარული ერის მხრიდან. ეს ქართული ფეხბურთის რენესანსია. მე ფეხზე დგომით ტაშს ვუკრავ მათ. ვლოცულობ მათთვის. ვამაყობ ქართველი ფეხბურთელებით, ვამაყობ, რომ ისტორიაში შევიდნენ და პირველები არიან“ – ამბობს პავლიაშვილი.