„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – გუნბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას უნდა შეეგუოს. ამის შესახებ მან რუსულ მედია „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეურიგდა რეალობას – აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თბილისთან დიალოგი მხოლოდ დე ფაქტო აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებითა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით შეიძლება.

„ჩვენი პრიორიტეტი ყველა მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრებაა. გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან, რომ მისმა ხელისუფლებამ გააცნობიეროს: მათ წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – განაცხადა გუნბამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათ არც ომი და არც კონფლიქტი არ სურთ და რეგიონში დიალოგისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. რუსულ მედიასთან საუბრისას ბადრა გუნბამ დაამატა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა თავისუფლად ავითარებს თავის კულტურად და ტრადიციებს და სწორედ ამაში გამოიხატება, მისი დამოუკიდებლობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share