„ადამიანების ლპობის შემაძრწუნებელ პროცესს ვუყურებთ“ – ეკა კვესიტაძე „იმედის“ თანამშრომლებზე

ეკა კვესიტაძე:

ადამიანის გახრწნის მაშტაბს სასრული არ აქვს. “ვაცის ნადიმში” სენატორ აუგუსტინ კაბრალი, რომელიც ადრე ტრუხილიოს ახლო გარემოცვის წევრი იყო, დიქტატორის კეთილგანწყობის დაბრუნებისთვის ისეთი სასოწარკვეთით იბრძვის, რომ ბოლოს პერვერსი პედოფილისთვის თავისი 14 წლის შვილი მიჰყავს! 14 წლის ერთადერთი გოგო, რომელივ თითქოს სიგიჟემდე უყვარს. არ არსებობს ამაზე ძლიერი მეტაფორა იმის წარმოსადგენად, თუ როგორ ხრწნის ადამიანს ავტორიტარიზმთან გარიგება, როგორ ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ართმევს მას ყველაფერს და ბოლოს გამოშიგნულურჩხულად აქცევს. იმედის თანამშრომლებზე გამახსენსა, საკუთარი კოლეგის გარდაცვალების მიზეზი რომდამალეს ამამაზრზენი ფრაზით – გამოწვევას ვერ გაუძლო. გამოწვევას ვერ გაუძლოო ხალხო სიკვდილამდე ნაცემმა ბიჭმა. ნამდვილი ურჩხულები არიან – საკუთარ შვილზეც იგივეს იტყვიან რეჟიმმა რომ დაავალოს. ისე გახდნენ გამოშიგნული მონსტრები, ვერც კი გაიაზრეს ეს. ადამიანების ლპობის შემაზრწუნებელ პროცესს ვუყურებთ, აღარაა საჭირო ლიტერატურული მეტაფორები!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share