კახა კალაძე გამოეხმაურა პოდოლიაკის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია.
“პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება მარტივი: ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ნახეთ ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი”, – თქვა კახა კალაძემ.