დე ნირო: ეს მოხდა საქართველოშიც – არის ტირანია, რომელიც კონტროლს ამყარებს დანარჩენზე

სანამ ეს ხდება, ადამიანები უნდა დადგნენ სიმართლის მხარეს, რადგან შინაგანად მათ იციან, რა არის სწორი. მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც არასწორია.

ეს იგივეა, რომ თუ რაიმეს წყლის ზედაპირზე ჩააგდებ, ის მაღლა ამოტივტივდება. მაღლა კი სამართლიანობაა და სიცხადეა ჩემთვის. ადამიანებმა იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან.

ადამიანებმა, რომლებიც სწორად არ იქცევიან, ეს იციან. მე ვიცი, რომ მათ ეს უნდა აწუხებდეთ. ეს მოხდა საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში. არიან ადამიანები, რამდენიმე ტირანია, რომლებიც კონტროლს ამყარებენ სხვა დანარჩენზე. ის ადამიანები, ვინც დიქტატურაში, ავტოკრატიაში, თუ მონარქიაში არიან, ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ერთად. ბევრს ამის არ სჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ აქვთ ძალაუფლება ფულადი თუ პოლიტიკური, მათ ამის დათმობა არ სურთ და არ სურთ სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც მეტ ძალაუფლებას მისცემდათ, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამდნენ. აი, ეს არ მესმის.

თქვა რობერტ დე ნირომ კანის 78-ე კინოფესტივალზე ანანო ბაკურაძის შეკითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში მიმდინარე ავტოკრატიულ და დიქტატორულ მოვლენებსა და ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობას შეეხებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share