რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მოლაპარაკებებში შესაძლო კომპრომისებისთვის მზად არიან

სტამბოლში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლებისა და შესაძლო დათმობებისთვის მზადაა.

“ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის, სტამბოლის მოლაპარაკებების განახლებისთვის. ჩვენ მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისა და მათი განხილვისთვის”, – თქვა მან.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.

კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ:

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი

დღეს გაკეთებულ განცხადებაში კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ჩასულ რუსულ დელეგაციას “დეკორატიული” უწოდა და ვლადიმიდ პუტინი უკრაინის, აშშ-ისა და თურქეთის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share