სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ვიზიტის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან რუსეთში ვიზიტი და რუსეთთან ურთიერთობები შეაფასა.
“ჩვენი კავშირები რუსეთთან, უდავოდ, მუდმივად ფართოვდება და ძლიერდება. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა: ჩვენი წინაპრები გვიანდერძებდნენ ერთადერთ გზას — გზას რუსეთთან ერთად! სწორედ ამის შესახებ ვესაუბრე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს: როცა ვდგავართ ინტეგრაციის გზაზე რუსეთთან, ჩვენ, როგორც კი დადგება შემდგომი მოქმედებების საჭიროება, დაუყოვნებლივ დავიწყებთ მათ განხორციელებას. თუ რეფერენდუმის ჩატარება გახდება საჭირო — ჩავატარებთ მას. თუ საჭირო გახდება სხვა კონკრეტული ნაბიჯები — გადავდგამთ. ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ჩვენი რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე”.
რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ყველა დე ფაქტო ლიდერი საუბრობდა.