ტრამპისა და ვენსისთვის გაგზავნილ წერილზე კობახიძეს აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი პასუხობს

პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილს, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნა, “ფორმულასთან” საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა. მისი თქმით, ვაშინგტონმა ნათლად დასახა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამ კვირაში ვაშინგტონში ყველაზე დიდ ქართულ ბიზნეს დელეგაციას ელოდებიან. ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მას”  –

წერს სახდეპის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ საჯარო კომენტარს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე არ გააკეთებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share