გურიის გუბერნატორის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა – პოსტი 2 წელი ვაკანტური იყო
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ახალი მოადგილე გურიის თავადაც ახალმა გუბერნატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლაშა ჭელიძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წლიდან დანიშვნამდე ის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში მუშაობდა.
ვინ ჩაანაცვლა ჭელიძემ? ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მას არავინ ჩაუნაცვლებია და პოსტი 2 წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კაშა ჭელიძეს ‘ქართული ოცნება” ოზურგეთის მერობის კანდიდატად მოიაზრებს.
თუმცა ასევე ვრცელდება ხმები, რომ ოზურგეთის მერობისათვის მომღერალი ბექა ჩხაიძე, თავად მოქმედი გუბერნატორი გიორგი ღურჟუმელიძე და ექს მერი ბეგლარ სიორიძე იბრძვიან.
2025 წლის 6 მაისს, ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი სახელმწიფო რწმუნებული დანიშნა შემდეგი რეგიონებისთვის:
- მცხეთა-მთიანეთი – ალექსანდრე ზაგაშვილი (შეცვალა ალექსანდრე ზაგაშვილი)
- შიდა ქართლი – სიმონ გულედანი (შეცვალა ლევან ხარაბაძე)
- სამცხე-ჯავახეთი – ზაალ გელაშვილი (შეცვალა ბესიკ ამირანაშვილი)
- გურია – გიორგი ღურჯუმელიძე (შეცვალა გიორგი ურუშაძე)
- ქვემო ქართლი – ლევან ხარაბაძე (შეცვალა გიორგი დოხტურიშვილი)
ამის შემდეგ, ცვლილება შეეხო მოადგილეებსაც. პირველი ცვლილება აღნიშნულ პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი შინჯიკაშვილი იყო. “პირადი განცხადების საფუძველზე” თანამდებობა ჩინოსანმა 12 მაისს დატოვა.
მაისს შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეც. პოსტზე ჯონი ბერუაშვილი დაინიშნა.
20 მაისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა. მან ლევან სანიკიძე შეცვალა. სანიკიძის გადადგომის ოფიციალური მიზეზის პირადი განცხადებაა.