“ვერც დაშინებით,
არც ჯარიმებით,
დარბევით,
ცემით,
დაჭერით,
შანტაჟით…
ვერ გატეხეს პროტესტი.
და ახლა ერთიანობას უტევენ.
ამბიციები მოთოკეთ!
თითოეულ მებრძოლს და სიტყვას გაუფრთხილდით!
ქვეყანაა გადასარჩენი.
მეტი კოორდინაცია და სწორი მესიჯები.
ისე რა წერა აგიტყდათ, ისედაც წერას ჰყავს ქვეყანა აყვანილი.
თუ ცალცალკე იმოქმედებთ- ვერ მოვიგებთ.
ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს.
დაასრულეთ ერთხელ და სამუდამოდ- იმასთან ვერ დავდგები, ის არ მიუშვათ და ა. შ. ეს მტრის დამკვიდრებული ნარატივია.
დააბრეხვებთ რაღაცას ან ქმედებით, თუნდაც პოსტებით და ამით აზიანებთ პროცესებს.
ძალა ერთობაშია! და არა იმის მტკიცებაში- მე უფრო მაგარი ტიპი ვარო”
წერს სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.