ერევანში ვიზიტით მყოფი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყანას უშლის მათ მეზობლებთან კონსოლიდაციას.
“სამხრეთ კავკასიაში ორი ტენდენცია ეჯახება ერთმანეთს”, – ამის შესახებ 21 მაისს, ერევანში, რუსეთისა და სომხეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ერთი ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ პატივი სცეს რეგიონის ქვეყნების არჩევანს, ასევე მათი მეზობლების ინტერესებს. მეორე ტენდენცია კი ის არის, რომ დასავლეთი, პირველ რიგში ევროკავშირი, ცდილობს საკუთარი გავლენის გავრცელებას რეგიონში და არ უშვებს რეგიონის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) კონსოლიდაციას მათ დიდ მეზობლებთან (რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს ტენდენცია ისევ რჩება. დასავლეთი პრინციპით მოქმედებს – „ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ“.