გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელად დანიშნულმა დავით ტეტუნაშვილმა თანამდებობა არჩევიდან სამ დღეში დატოვა.
- დავით ტეტუნაშვილი, რომელიც სახელმწიფო ელექტრო სისტემაში ფინანსური დირექტორი იყო, გენერალური დირექტორად 2025 წლის 7 აპრილს დანიშნეს.
სახელმწიფო კომპანიაში ახალი შეფის დანიშვნას მხარი სამეთვალყურეო საბჭოს 5 -მა წევრმა დაუჭირა და ხელი რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა, თუმცა სამ დღეში კობახიძის მოადგილე ლევან დავითაშვილმა, მისივე დანიშნული კადრის თანამდებობიდან გადადგომა დააკმაყოფილა და უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის შეფად პარლამენტიდან სკანდალით წასული ვანო ზარდიაშვილი დანიშნა.
მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში ზარდიაშვილის დანიშვნა ისე ეჩქარებოდათ, რომ დამტკიცებისთვის სამეთვალყურეო საბჭოს ხუთკაციანი შემადგენლობის სრულად შეკრებას არ დაელოდნენ. დანიშვნის ოქმს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიხეილ როინიშვილის ნაცვლად ხელი მისმა წარმომადგენელმა თორნიკე ყაზარაშვილმა მოაწერა.
ელექტრო სისტემის თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილმა გენერალურ დირექტორად დანიშვნის წუთიდან წმენდა დაიწყო.
ნათესავები სახელმწიფო კომპანიებში:
ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტრო სისტემაში 2020 წლიდან ჩნდება. ერთ-ერთ დირექტორად მუშაობის პერიოდში, მან “ქართული ოცნების” ლიდერების ოჯახის წევრები და სასამართლო კლანის ბოსების ახლო ნათესავები დაასაქმა:
- სუს-ის შეფის, ანრი ოხანაშვილის მამა, გელა ოხანაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტში მუშაობს.
- სახელმწიფო ელექტროსისტემაშია დასაქმებული, საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე, მაგდა მაჩაიძე – მისთვის ადგილი მრჩევლის თანამდებობაზე მოიძებნა.
- ვანო ზარდიაშვილმა სახელმწიფო კომპანიაში დაასაქმა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი – სალომე დათუაშვილს საერთაშორისო პროექტების კოორდინატორის თანამდებობა ჩააბარეს, ის ამჟამად, დეკრეტულ შვებულებაშია.
- იურიდიულ გარემოს დაცვის და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტში თანამდებობა მოიძებნა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილისთვის, ნიკა მიქაუტაძისთვის. ის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს.
- ვანო ზარდიაშვილის რძალი, თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტში მუშაობს.
- ვანო ზარდიაშვილის ნათესავ გიორგი ქვარაიას სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა მისცეს.
- თამთა თაბუკაშვილი – ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის ცოლი – ისიც გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
ტვ პირველი