“შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, აქტივისტების დაშინებითა და დაკავებებით” – კანადის საგარეო

“კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ცნობილია საქართველოში პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ბატონი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ. კანადამ გამოთქვა შეშფოთება ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის ცნობებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების დაკავების შესახებ. კანადა მხარს უჭერს ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაუმჯობესებლად”.- აცხადებენ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კომენტარი “ფორმულამ” ჩაწერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights