ბახვი ჰესის მილოცვა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს  

საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა XII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც დაასრულეს საშუალო განათლების მიღების ეტაპი და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდნენ.

ბახვი ჰესის სახელით, გვსურს მივულოცოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და ვუსურვოთ მათ წარმატებები.

„გჯეროდეთ საკუთარი თავის, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების და გამოწვევების. იყავით ლაღები, მიზანდასახულები, ბეჯითები, თავდაჯერებულები, მაგრამ ამავდროულად იყავით სამართლიანები, პატიოსნები, ადამიანურები და გულკეთილები. გიყვარდეთ სამშობლო და იზრუნეთ ქვეყნის განვითარებაზე“.

სიყვარულით და პატივისცემით

ბახვი ჰესის გუნდი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights