რატომ ჩამოართვეს რუსებმა გურულებს საყვირები
.
1841 წლის აჯანყების დროს გურულები სოფლებში საყვირებით დადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ აჯანყებას შეერთებოდნენ, ამ მეთოდით საკმაოდ დიდი ჯარიც შეაგროვეს, მოკლედ საყვირებს ისეთი როლი შეუსრულებია, რომ აჯანყების ჩახშობის შემდეგ პირველი რაც რუსებმა გააკეთეს საყვირები ჩამოართვეს ყველას და ხელოსნებს მისი დამზადება აუკრძალეს – „არღუთინსკიმ ბრძანება გასცა, მთელ გურიაში ყველასათვის ჩამოერთმიათ საყვირები, რომლითაც გლეხებს აჯანყების დროს მოუწოდებდენ ხოლმე. ხელოსნებს აუკრძალეს მომავალში ამნაირი საყვირების კეთება.“
.
გიორგი ხაჭაპურიძე „გურიის აჯანყება 1841 წელს“ (1931 წელი)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა