კახეთში მცირეწლოვანის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი გამოვლინდა. შემთხვევა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მოხდა.
34 წლის მამაკაცმა, 11 წლის გოგონა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ გააუპატიურა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი, ოჯახის ნათესავია. ის სამართლადამცავებმა უკვე დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გოგონას ოჯახს, მედიასთან კონტაქტი არ სურს და ფაქტსაც არ ადასტურებს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 15- დან 20 წლამდე, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
არის თუ არა ეს შემთხვევა, პედოფილიის კიდევ ერთი ფაქტი, შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.