მეზობლის სახლში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან ანგარიშწორებაში გადაიზარდა. სოფელ მეჯვრისხევში 47 წლის ვიტალი ჯოჯიშვილს გიორგი ტერაშვილმა კისრის არეში რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მკვლელობის სავარაუდო მოტივად წარსულში თანაკლასელებს შორის მომხდარი კონფლიქტი სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი ამოიღო. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული საერთო მეგობრების სახლში მივიდა, გარდაცვლილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე გასროლა მოახდინა. მკვლელობაში ბრადლებული წარსულში ნასამართლევია.
სროლის შემდეგ შემდეგ ბრალდებულმა მიმალვა სცადა ადგილზე მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბირაგდა გამოიძახეს, თუმცა სასივკდილოდ დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს ცოლი და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.