მმართველი პარტია – “ქართული ოცნება” – ოზურგეთის მერობის კანდიდატად მერაბ ჭანუყვაძეს განიხილავს
გურიის სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, ამ წუთისათვის, ერთადერთი კანდიდატურაა ამ პოსტზე, რომელსაც “ოცნება” განიხილავს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ქართული ოცნების” ადგილობრივმა აქტივისტებმა აცნობეს.
გურიის ყოფილი გუბერნატორი და ოზურგეთის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, “ქართული ოცნების” კანდიდატი ოზურგეთის გამგებლობაზე ერთხელ 2014 წელს უკვე იყო.
მაშინ მან ხმათა დაახლოებით 60% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა შალვა თავდიშვილმა – “მაციონალური მოძრაობა” კი 30%.
გურიის სამაშველო დეპარტამენტის უფროსობის დროს ჭანუყვაძე ერთხელ სკანდალში გაეხვა, როცა მას მოქმედი მერის, ავთანდილ თალაკვაძის და მისი ძმის, მაშინდელი სპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის გარემოცვა, მერის მოადგილის ნათი გოლიაძის მეუღლე კოტე შევარდნაძე და შსს მაშინდელი მაღალჩინოსანი, დათო გოლიაძე თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა დღისით, საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, პოლიციელების თანდასწრებით მოხდა, შსს მ მომხდარი დამალა.