“თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა“-თეა წულუკიანი ომბუდსმენს

თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა-ასე მიმართა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მან ლევან იოსელიანს კომპეტენცია დაუწუნა და მოსთხოვა,  ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახალხო დამცველიც იყოს.

“მე ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ, თქვენგან განსხვავებით. საქართველოში მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ”-თქვა მან.

”თქვენ, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა სამართალი არ იცით… ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ… თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა… მე ადამიანის უფლებათა სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით. თქვენ უბრალოდ გადაწყვიტეთ მანიპულირება რეალობებით და ტრიბუნიდან განაცხადეთ, ის, რაც ჩემი შეფასებით არაობიექტური იყო.  ალბათ, გქონდათ იმედი, რომ ჩვენ აქ შენიშვნას არ მოგცემდით. ჩვენ თქვენ გთხოვთ და კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური…“,- განაცხადა წულუკიანმა.

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში “ქართული ოცნების” ლიდერებმა დაიწუნეს –  ივანიშვილის გუნდის წევრების უკმაყოფილება ანგარიშის იმ თავს ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა.

დღეს თეა წულუკიანის კრიტიკის ობიექტები გახდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც.

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? – მიმართა იოსელიანს “ქართული ოცნების” წევრმა.

თეა წულუკიანის შემდეგ, ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა ნინო წილოსანმაც.

უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights