ტურბო მიკრონ G საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი მედიკამენტია. მიზეზი ვენური დაავადებების მასიურობაშია, რის სამკურნალოდაც ეს პრეპარატი გამოიყენება.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 60%-ზე მეტს ქვედა კიდურების ვენური სისტემის სხვადასხვა დაავადება აქვს, გამონაკლისი არც საქართველოა. პირიქით, ჩვენ ქვეყანაში არსებული არასწორი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, ხშირი ჯდომითი სამუშაო ან ხანგრძლივად ფეხზე დგომა, რასაც ემატება ზედმეტი რუჯი, ასაკი, ჭარბი წონა, ჰორმონალური თუ სხვა სახის მედიკამენტების მიღება, სიმძიმეების აწევა და გენეტიკა, ამ პროცენტს კიდევ უფრო ზრდის და საბოლოოდ ვიღებთ ქვედა კიდურებით დაავადებულ არა მხოლოდ ხანდაზმულ, არამედ ახალგაზრდა პაციენტების მთელ არმიას.
რა სიმპტომები მიგანიშნებთ ფეხების ვენურ დაავადებაზე
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანების უმრავლესობას მსუბუქად გადაადგილება უძნელდება. ქვედა კიდურებში დაღლილობის შეგრძნება, სიმძიმე, წვა, შეშუპება, დაბუჟება ან კანის ფერის ცვლილება – ეს სიმპტომები სრულიად ცვლის თქვენი ცხოვრების წესს, რაც იმის მანიშნებელია, რომ, სავარაუდოდ, ფეხებში ვენური დაავადება იწყებს განვითარებას.
ამ პათოლოგიებს უყურადღებობა კიდევ უფრო მეტად ართულებს. ამიტომ ვიდრე გამოუსწორებელ შედეგამდე მიხვალთ და ქრონიკული ვენების დაავადება, ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ან ტროპიკული წყლულები ჩამოგიყალიბდებათ, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და სასწრაფოდ დაიწყეთ მკურნალობა.
დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში ექიმი ყველაზე ეფექტიან და პოპულარულ მედიკამენტს ტურბო მიკრონ G-ის დაგინიშნავთ და შესაბამის რეკომენდაციასაც მოგცემთ, რომლის დაცვაც ასევე სავალდებულოა.
ტურბო მიკრონ G-ის მნიშვნელობა და ფუნქცია
ზუსტად რა იწვევს ქვედა კიდურების ვენურ დაავადებას ამ დრომდე დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ პათოლოგიის განვითარების დროს ვენების ტონუსი ქვეითდება და მისი კედელი კარგავს ელასტიკურობას, რის გამოც ვენა თანდათან ფართოვდება. დაზიანებული ვენური სარქვლები კი კიდურებიდან გულის მიმართულებით სისხლის გადადინებას აფერხებს, რაც საბოლოოდ ფეხებში სისხლის შეგუბებას იწვევს.
ამასთან შესაძლოა დაიშალოს იმ სარქველთა ფუნქციაც, რომლებიც ფეხის ვენათა კედლებშია განლაგებული და მათ სისხლის გადასროლაში ეხმარება.
ტურბო მიკრონ G კი ასეთ დროს ზრდის ვენების ტონუსს და ეხმარება კაპილარების რეზისტენტობას. იგი ეფექტურად ხსნის ქრონიკულ ვენურ უკმარისობას და შეშუპებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პრეპარატი ასევე გამოიყენება მწვავე ჰემოროიდული დაავადების ანუ ბუასილის სამკურნალოდაც.
ტურბო მიკრონ G-ის დოზები ქვედა კიდურების მკურნალობისას
ვინაიდან ტურბო მიკრონ G ზოგადად უპრობლემო მედიკამენტების კატეგორიას განეკუთვნება, იგი თერაპიის გარდა პროფილაქტიკური დანიშნულებითაც გამოიყენება. თუმცა, სპეციალისტების რჩევით, მისი თვითნებურად მიღება ან დოზების საკუთარი განწყობით განსაზღვრა სრულიად დაუშვებელია.
ანოტაციის მიხედვით, ენური უკმარისობის დროს ტურბო მიკრონ G უნდა დალიოთ დღეში 2 ტაბლეტი — სადილის და ვახშმის დროს, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.
სხვათა შორის, თუ ვენების დაავადებისას განკურნების უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მიღწევა გსურთ, მედიკამენტთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტურბო გელი, რომელიც პსპ-ს აფთიაქებში ასევე ურეცეპტოდ იყიდება.
გელი დღეში 2-ჯერ — დილით და საღამოს ფრთხილად უნდა შეიზილოთ ფეხებზე (დაზიანებულ ადგილზე არ წაისვათ). ეცადეთ შეწოვამდე მოარიდოთ მზის სხივს.
რჩევები მედიკამენტის მიღებამდე
უპირველესად, რაც უნდა გახსოვდეთ, ეს არის ტურბო მიკრონ G-ის უკუჩვენება. გახსოვდეთ, თუ მედიკამენტის შემადგენელ ნივთიერებებზე — დიოსმინი, ფლავონოიდები ან სხვა კომპონენტებზე ალერგია გაქვთ გაქვთ, მისი მიღება დაუშვებელია.
ამ პრეპარატით მკურნალობა ასევე არაა ნებადართული ლაქტაციის პერიოდში, თუმცა ჯერჯერობით ტურბო მიკრონ G -ს უკუჩვენებაზე ორსულებში არაფერია ცნობილი. მიუხედავად ამისა, ფეხმძიმობის პერიოდში ექიმთან რეკომენდაციის გარეშე არანაირი მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული. ამიტომ ვენებით დაავადების დროს, რომელიც არც თუ იშვიათია ორსულობის პერიოდში, აუცილებლად მიიღეთ რჩევა ექიმისგან.
ცნობები გვერდით მოვლენებზე
არ გაგიკვირდეთ თუ ტურბო მიკრონ G -ს მიღებისას გარკვეული გართულებები იგრძენით, მიუხედავად ამ მედიკამენტის უწყინარობაზე გავრცელებული მოსაზრებებისა, მასაც გააჩნია გვერდითი მოვლენები. კერძოდ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი, ქავილი.
თუ მკურნალობის პროცესში ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ მკურნალობა, ვიდრე ექიმთან არ გაივლით კონსულტაციას.
ერთი სიტყვით, ჯანმრთელი ფეხები თქვენი სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარი და უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ტურბო მიკრონ G კი ამ შემთხვევაში თქვენი ერთგული მედიკამენტია, რომელსაც ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე შეგიძლიათ ენდოთ, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.