კომუნიკაცია და ერთიანობა ერთადერთი საშუალებაა, რომ ივანიშვილის ბინძური და ძალადობრივი რეჟიმი დასრულდეს-კუპრაძე

მსჯელობა უნდა არსებობდეს ყველა ვერსიაზე, რომელი გზა და სტრატეგიაც ივანიშვილის წინააღმდეგ დაგვაახლოებს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან,- ამის შესახებ  “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, “ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და ბრძოლის ყველა მექანიზმს იყენებენ.“

“ვამბობთ, რომ ქვეყნის გარშემო უნდა გაჩნდეს 3 ათასი საპროტესტო კერა, 3 ათასი საარჩევნო უბანი, რომელზედაც ვფიქრობთ,“-ამბობს კუპრაძე.

”გუშინ შევხვდით რუსთაველის გამზირზე არსებულ აქტივისტების ჯგუფებს, იყო საკმაოდ კრიტიკული, მაგრამ მოსმენაზე დაფუძნებული. მგონია, საინტერესო მსჯელობა იყო. კომუნიკაცია შედგა, ეს იყო გონივრული ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები. ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს არგუმენტები, ბოიკოტსაც აქვს არგუმენტები, ცალ მხარეს კი არ ვხდედავთ მხოლოდ, ორივე მხარეს ვიყურებით. გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული და არის შანსი, რომ არჩევნებზე გასვლის გადაწყეტილება არ მივიღოთ. ეს დამოკიდებულია რამდენად მზაობა იქნება საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სალომე ზურაბიშვილის. ჩვენ ვაპირებთ კომუნიკაციას, რადგან კომუნიკაცი და ერთიანობა არის ერთადერთი საშუალება, რომ ივანიშვილის ბინძური, რუსული, ძალადობრივი რეჟიმი დასრულდეს. ჩვენ შევხვდით პოლიტპატიმრების მშობლებს, სადაც მოხდა საინტერესო არგუმენტების გაცვლა, მიმღებლობა საკმაოდ მაღალია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, არ დავკარგოთ ერთიანობა, არ შევიტანოთ გახლეჩა ოპოზიციურ სპექტრზე, რადგან ეს ასე გვჭირდება”- ამბობს კუპრაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights