6 ტონა ვაგადასული რძის პროდუქტის რეალიზაცია – დაკავებულია 2 პირი

6 ტონა ვაგადასული რძის პროდუქტის რეალიზაცია – მომხმარებლის მოტყუების გამო პასუხისგებაშია მიცემული ორი პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა ცხოველთა საკვებად სჭირდებოდათ.

ამის ნაცვლად, ვადაგასული-უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებსა და სავაჭრო ობიექტებში.

ამოღებულია რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვაგადასული რძის პროდუქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share