„თაგვმა თხარა, თხარაო – კატა გამოთხარაო“
ანდაზაა, მაგრამ პოლიტიკური ისტორიის ამსახველი ტრაგედიადაც შეგვიძლია წავიკითხოთ.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბევრი ადამიანი აუმხედრდა სისტემას – ადამიანის უფლებების სახელით, მორალის სახელით, დემოკრატიის სახელით.
ბევრმა „გულწრფელად“ (მიჭირს დაჯერება, ალბათ ძალიან ცოტამ) ირწმუნა, რომ ებრძოდა ავტორიტარიზმს.
მაგრამ დღეს ერთ რამეს ვხედავ
თითქოს დემოკრატიას იცავდნენ, მაგრამ გზა გაუხსნეს ნამდვილ დიქტატურას.
მაშინ ძირითადად იჭერდნენ დამნაშავეებს, რომლებიც საზოგადოებამ მონათლა გმირებად.
მაგალითად საზოგადოებამ რატომღაც ირწმუნა რომ გვირგვილიანის დედა გმირია და მაშინ ვინ არის ანწუხელიძის დედა?
რომ ვაზაგაშვილია გმირი და მაშინ ვინ არის ანწუხელიძე?
დღეს კი გმირებს ნათლავენ ან მოძალადეებად ან ლუზერებად.
მაგალითად ანწუხელიძემ არ იცოდა თურმე რისთვის იბრძოდა და ა.შ.
მაშინ ზოგიერთი რეფორმის დროს, რომელმაც გაუგებარი ქვეყნიდან სახელმწიფო შექმნა, შესაძლოა შელახა უფლება ზოგიერთი მოქალაქის, ბიზნესის დღეს კი ადამიანის უფლებების მთელი სისტემა ფუნდამენტურად განადგურებულია — სასამართლოც, მედიის თავისუფლებაც, ბიზნესიც, განათლებაც.
„ისტორია ორჯერ მეორდება — პირველად ტრაგედიად, მერე ფარსად.“/ჰეგელი
ტრაგედია იყო საქართველოს ოკუპაცია და ანექსია 1921 წელს, 2012 წელი კი იყო ფარსი – საკუთარი ხელით გათხრილი ორმო და გამოთხრილი კატა!
„ვისაც თავისუფლება არ ესმის ღრმა პასუხისმგებლობად, ბოლოს ემორჩილება დესპოტს, რომელიც ჰპირდება კომფორტს.“
ის რომ ეს ზუსტად ასე იქნებოდა და არა სხვანაირად საკმარისად ბევრმა ადამიანმა დაინახა 2012 ში, გამოდის სხვებსაც შეიძლებოდა რომ დაენახათ მაგრამ ვინ მოუსმინა?
ახლა კი, მართლაც უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში სხედან!
ახლა კი ყოველდღე იხურება გზა დასავლეთისკენ!
ახლა კი ნადგურდება ყველა ინსტიტუტი, როელიც მაშინდელმა მტკივნეულმა რეფორმებმა შექმნეს!
ჩვენ ვართ იმ დღეში რაც დავიმსახურეთ და რისი შექმნისთვის დიდი ენერგია დავხარჯეთ!
ეს არის ერთადერთი სიმართლე!
ცვლილებები დაიწყება მაშინ, როცა საზოგადოების დიდი უმრავლესობა გაიზრებს პროცესებს ჯანსაღად და გადაგამს ჯანსაღ ნაბიჯებს. ოღონდ ეს უნდა შეძლოს კრიტიკულმა მასამ და არა ერთეულებმა და გნებავთ ასეულებმაც.
სახელმწიფოს ქმნის ერი, საზოგადოება და არა ცალკეული ადამიანები.
მე ჩემს პოზიციაში დიდიხანია ჩამოვყალიბდი, ვიცი რა უნდა ვაკეთო, მაგრამ საუბრის სურვილს ვკარგავ ყოველდღე. ალბათ იმიტომ, რომ ყბედების ქვეყანაა ძირითადად
აშკარაა, ძალიან უსუსურია დღევანდელი დიდგულა საზოგადება და ვერ ამარცხებს რეჟიმს საკუთარი ძალებით.
მომავალს წყვიტავს მხოლოდ გლობალური პოლიტიკა და მისი შედეგები.
ამიტომაც ძირს ყველა ბოროტების იმპერია!
გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ მებრძოლ ძალებს!
წერს ფეისბუკ მომხმარებელი ნინო წერეთელი