The Times of Israel ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ IDF-მა იერიში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციაზე მიიტანა – მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმა ირანმა წარმატებით მოიგერია.
The Times of Israel იტყობინება, რომ ისრაელმა ისპაანის მახლობლად მდებარე ირანის ბირთვულ ობიექტსაც დაარტყა.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.
ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.