წუხანდელი ღამის შეჯამება ისრაელ-ირანის კონფლიქტში:
– ირანული იერიშების შედეგად დაიბომბა თელ-ავივში ისრაელის კირიას სამხედრო კომპლექსი. ეს გახლავთ ერთგვარი სამეთაურო შატაბი, რომელიც 1948 წლის შემდეგ არსებობს. მას პენტაგონის ანალოგად მოიხსენიებენ ხოლმე. დარტყმა პირდაპირი იყო თუ მის სიახლოვეს მოხდა არ არის დადასტურებული. ჟურნალისტებს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
– დაიბომბა საცხოვრებელი შენობები თელ-ავივსა და მის შემოგარენში. მსხვერპლი 3 ადამიანია. დაშავებულთა რაოდენობა 40-მდეა.
– რამდენიმე ტალღად გასროლილი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე თელ-ავივის გარდა იერუსალიმიც იყო. აფეთქებები იერუსალიმის თავზე ისმოდა, თუმცა იერუსალიმში პირდაპირ დაიბომბა თუ არა რაიმე საეჭვოა.
– ირანული მედიის განმარტებით არსებობს ვერსია თითქოს დაიბომბა თელ-ავივის ატომური ენერგიის კვლევის ცენტრი, მაგრამ ეს ამბავი არ დადასტურებულა. თუმცა არაა გამორიცხული რაკეტა მის სიახლოვეს ჩამოვარდნილიყო.
– ირანში, თეირანის მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანა ისრაელმა, სადაც ირანული საჰაერო ძალების ანგარები იქნა დაბომბილი;
– თეირანში დაიბომბა ფარჩინის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსიც, რომელიც ბირთვულ პროგრამაზე სამუშაოდ იყო განკუთვნილი;
– თეირანში დაიბობმა ჩაჰარდანგეს სამრეწველო კომპლექსი. აფეთქებებია ქალაქის სხვა ნაწილებშიც.
– ჩრდილოეთ ირანში დაიბომბა ზანჯარის სამხედრო ბაზა. ის ირანის 216 ბრიგადის ცენტრალური შტაბი გახლავთ;
– დასავლეთ ირანში, ასადაბადში დაიბომბა ბალისტიკური რაკეტების გამშვები საცეცხლე პოზიციები, საიდანაც ისრაელზე იქნა იერიშები მიტანილი;
– განსაკუთრებული ინტენსივობით დაიბომბა თავრიზის ავია და სამხედრო ბაზები. თავრიზი ბოლო 24 საათში რამდენჯერმე გახდა იერიშის მსხვერპლი;
– ირანის მხრიდან მსხვერპლი 78 ადამიანია, 340 დაშავებული.
– ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს აჯანყებისაკენ და ტირანული რეჟიმის დამხობისაკენ მოუწოდა.
საინტერესოა იქნება თუ არა იერიშები ირანის ეკონომიკურ ობიექტებზე. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საპორტო კომპლექსებია.
გიორგი კობერიძე